Saturday, November 16, 2013

მერვე დღის რეფლექსია

განვიხილეთ დიფერენციაცია,განსაკუთრებით ძლიერი და ნაკლებად განვითარებული უნარების მქონე ბავშვებთან მიდგომა,ასევე ვისაუბრეთ ლევ ვიგოცკის,გარდნერის და ბრუნერის თეორიებზე. განვიხილეთ ფასილიტაცია და მენეჯმენტი, როგორ მივცეთ მოსწავლეებს მიმართულება ინფორმაციის მოძიებაში,მისი სხვა კუთხით დანახვა.გავეცანით ბავშვების ჯგუფებად დაყოფის სხვადასხვა ფორმებს,კომპიუტერთან მუშაობის წესებს,დროში გაწერილ გეგმას, ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე.

Saturday, November 9, 2013

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის საინფორმაციო ბროშურის შექმნაზე,მოვიძიეთ ინფორმაცის ინტერნეტიდან.ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე.

პროექტის პრეზენტაცია

Wednesday, July 6, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
ყვავილოვანი მცენარეები.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
 მოსწავლეები გადიან ბუნებაში.გაეცნობიან საკუთარი მხრის ბუნებას.შეაგროვებენ პატარა ზომის ყვავილოვან მცენარეებს. ბევრი ყვავილოვანი მცენარე სამკურნალოდ გამოიყენება.
პროექტის აქტუალობა:
ბავშვებს განუვითარდებათ ბუნებისადმი სიყვარული, გაუფრთხილდებიან მცენარეებს და ხელს შეუწყობენ მათი განვითარების პროცესს.რადგან მცენარეს დიდი როლი აქვს ჟანგბადის წარმოქმნაში.
პროექტის მიზნები:
დაკვირვების უნარის განვითარება,მონაცემების შეგროვების უნარის განვითარება(ყვავილოვანი მცენარეების შეგროვების მაგალითზე) ჰერბარიუმებისათვის მასალის შეგროვება.
მონაწილეთა ასაკი:
10-11წლის.
ვადები/ხანგრძლივობა:
2-3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:


მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას და მიღებულ ინფორმაციას განათავსებენ ბლოგზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფოტოაპარატი,კალამი,რვეული,კომპიუტერი,სახელმძღვანელო
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეებმა იციან რომ დედამიწაზე მრავალნაირი მცენარე ხარობს.არსებობენ მცენარეები რომლებიც არასოდეს ყვავის,მაგრამ მცენარეთა უმეტესობა იკეთებს ყვავილს.შემდეგ დაუსმევ კითხვას: რას ვუწოდებთ ასეთ მცენარეებს?თემის შერჩევის შემდეგ მოვახდენ მოსწავლეებში მოვალეობების გადანაწილებას, ავირჩევთ ჯგუფის ლიდერს. პროექტის მონაწილეები სტუმრობენ ახლომდებარე ტყეს, შეაგროვებენ პატარა ზომის ყვავილოვან მცენარეებს,მათი სხეულის ნაწილების შესწავლის მიზნით, აგროვებენ სხვადასხვა მცენარის ნაყოფს, მცენარის ფოთლებს. შეგროვილ ბუნებრივ მასალას უკეთებენ ეტიკეტს.გადაუღებენ მცენარეებს სურათებს რომ შემდეგ გაკეთდეს ფოტოალბომი.
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს რომ შეგროვილი მცენარეებისგან შინ დაამზადონ ჰერბარიუმი.პროექტის ბოლოს მოძიებულ მასალებს,ინფორმაციას, ბავშვები უზიარებენ ერთმანეთს. მოსწავლეების შეფასებას მოვახდენ კვლევის უნარ ჩვევებით:დაკვირვება, აღწერა. ასევე თუ რამდენად ორგანიზებულად მუშაობდნენ მოსწავლეები.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით ამ პროექტის განხორციელების შედეგად მისაღწევი შედეგები იქნება:
ბუნ.V.1 მოსწავლე იკვლევს და აანალიზებს თუ რა განასხვავებს ყვავილოვან მცენარეებს სხვა მცენარეებისაგან.იკვლევს ყვავილის ძირითად ნაწილებს და მათ ფუნქციას უკავშირებს მცენარის გამრავლებას.ატარებს ცდას და ავლენს ღეროსა და ფესვის წყალგამტარ ფუნქციას.ასევე ცდის მიხედვით ადგენს თუ რა საკვები წარმოიქმნება ფოთოლში მზის ენერგიის ხარჯზე.
ხელოვნება–ნახატებით გააკეთებენ ალბომებს.
ისტ-კომპიუტერის საშვალებით მოიპოვებენ ინფორმაციას.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
მაია ჯანგებაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
maikojangebashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
maikojangebashvili.blogspot.com